გულს ნაღველი შემომაწვება ხოლმე, ნოსტალგია ალბათ, მახსენდება ის ხალხი ვინც სიცოცხლეს მერჩივნა და აღარ არიან და ისინი ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და გვერდში არ მყავს, განსაკუთრებით კი შვილიშვილის ხმას რომ გავიგებ სიტყვებით, ბაბუ მე შენ ძალიან მაგრად მიყვარხარო, უბედნიერესი ვხედები და აქ უკვე რაღაც აღარ მეზეიმება, მინდა მის გვერდში ვიყო ვეფერო, გავათამამო, ვეთამაშო , ვესიყვარულო!
რას იზამ, ცხოვრება ასეთია. მენატრება ჩემი შვილები, ჩემი უჯიგრესი სამეგობრო, მენატრება ის დრო რომ დავთვრებოდით და ვგიჟობდით, ვჩხუბობდით, რაღაცას ვაფუჭებდით, ვიღაცას ვეხმარებოდით, გვიყვარდა ერთმანეთი, ფულისა და მაგარი მანქანის გულისთვის კი არა, უბრალოდ გვიყვარდა, ვძმობდით იმიტომ კი არა, რომ ვიღაცის მამა მდიდარი და გავლენიანი იყო, არამედ იმისთვის, რომ შენ გვერდში იყო, ერთგული და საიმედო კაცი, ჭირშიც, ლხინშიც და ომშიც, მენატრება ის საქართველო, რომელშიც გავიზარდე, დავკაცდი, დავცოლშვილდი, (არა ერთხელ? რათქმაუნდა).
მენატრება ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა, წიხლით რომ ვაღებდით მეზობლები ერთმანეთის კარებს და მეკვლედ რომელი მეზობელი შემოვიდოდა არ ვიცოდით , ყველას დანახვა გვიხაროდა, გულში ხალხს ბოღმა რომ არ ქონდა, (თურმე რა კარგი ხალხისთვის მიძახებია მაშინ , ბოღმიანი და ბოროტი))) მენატრებით თქვენ, ჩემო ვირტუალური მეგობრებო, აქ გაცნობილო კეთილო ხალხო, მინდა რომ ფიზიკურადაც გაგიცნოთ და გაგიცნობთ კიდეც იმედია)))
კაროჩე ბევრს აღარ გავატრაკებ და დამდეგ ახალ წელს მოგილოცავთ, ერთს ვინატრებ, რომ ეს პანდემიაა თუ რაღაც ოხრობა, რაღაცაში მაინც გამოგვეყენებინოს და ერს რაღაც დასკვნების გასაკეთებლად გამოდგომოდეს, სწორ გზას დადგომოდეს და უფალს დაახლოვებოდეს, ერთობაზე და ერთმანეთის გვერდში დგომა გატანაზე დააფიქროს! გაგიმარჯოთ და გადღეგრძელოოთ!!!! აბა ჰე- სახეზე გატყობთ კამაყოფილობაას, ვიწყებ მეორე განყოფილობაას))) შენ დაუკაა . . .
ლადო ღონღაძე, რუსეთში იძულებით ემიგრირებული ქართველი ჟურნალისტი