ოკუპანტის ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა? – ნატო დუმბაძე

რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს პროდიუსერი, ნატო დუმბაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

,,აი, რა ვერ გავიგე იცით? ტურისტებიო, ბანკებიო, კრედიტებიო გახსენით დავიქეცითო ხომ მოსთქვამდნენ, ხომ გახსნეს და შემოგრიალდნენ სავსეა ქვეყანა რუსო ტურისტოთი, სავსე!

ჰოდა, რომ ატყდა ახლა ამბავი რუსთაველის თეატრზე, ასე თავმოქაჩლული გაჰკივიან ოკუპანტებთან რატომ ჩადიანო, მაშინ დაიკეტოს რუსო ტურისტოსთვისაც სასტუმროები, რესტორნები და საერთოდ რუსებს საზღვარზეც ნუ შემოუშვებენ! ოკუპანტის ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა?

ისე, ვისაც ბევრი სასტუმროები და რესტორნები უძრავი ქონება აქვს კაკ რაზ რომ წინა ხელისუფლების დროს გამდიდრებული ნოვი გრუზინებისაა.

კულტურას კიდევ შეეშვან რა!” – წერს ნატო დუმბაძე.

 

 

“რეზონანსი”