ვიმედოვნებთ, რომ მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას – კელი დეგნანი

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკ ნიუსს – კელი დეგნანი.

ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბერში, მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკ ნიუსს და სოციალური მედიის უფრო მეტ ბენეფიტს ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გტანაცხადა.

„ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება შემდეგი ტესტი საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის. ყველას მოლოდინია, რომ ის მშვიდად ჩაივლის და შედეგებში ყველა დარწმუნებული იქნება. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიმუშავეს კარგი საგზაო რუკა, რომელიც ასახულია საარჩევნო რეფორმის იდეაში, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიებთან უწყებებთან, მათ შორის სოციალურ მედიაზე, რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენები აქვს მას ამომრჩევლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბერში, მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკ ნიუსს და სოციალური მედიის უფრო მეტ ბენეფიტს ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით, პარტიების პლატფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

წყარო: newposts.ge