ლევან იოსელიანი – უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს

იწყება გადატვირთვა იმ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს, ეს ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ არაერთგზის დაადასტურა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ არანაირი ბზარი და კითხვის ნიშანი არ იყოს ორ ქვეყანას შორის. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, ვაპირებ ინფორმაცია მივაწოდო იმ კრიზისთან დაკავშირებით, რაც საქართველოში იყო“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში იმყოფება.

წყარო: ptn.ge