სანამ ისტერიულ რუსოფობიას წარსულს არ ჩავაბარებთ და არ გავაანალიზებთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვში დევს და რეალური ნაბიჯების გადადგმას არ დავიწყებთ, ჩვენს ბირთვულ მეზობელთან ურთიერთობების დალაგებისთვის, მანამდე ვერც საშინაო პოლიტიკას დავალაგებთ და ვერც რეალურ პროგრესს ვერ ვიგრძნობთ, როგორც სოციალური ისე სხვა მიმართულებით.
სახელმწოფოს შიგნით წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისები რასაც ჯაჭვური რეაქციით მოყვება სოციალური კრიზისი, ნაკარნახებია დასავლეთის და ამერიკის პოლოტიკური ელიტის მიერ, რომელსაც საქართველო და უკრაინა მხოლოდ რუსეთის საზღვართან “ნატოს” და ამერიკის სამხედრო გავლენის გასაზრდელად ჭირდებათ.
სამწუხაროდ, მეზობლებს ჩვენით არ ვირჩევთ, კავკასიონის ქედს ვერსად გადავიტანთ.
მოგვწონს თუ არა და გვინდა თუ არა, სახელმწიფოს ინტერესების და რეგიონის უსაფრთხოებისთვის ადრე თუ გვიან მოგვიწევს მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და რეგიონის სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; ბათუმი
სოციალური ქსელი