მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ყველა მათგანი იმპორტირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსის 21 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,653 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: itv.ge