რუსეთთან ყოფნისას აშენებული ფაბრიკა-ქარხნები ლამის სულ დავანგრიეთ და ევროკავშირს, კარი გაღებას ვეხვეწებით – დათო ცქიფურიშვილი

რაც რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდში აშენდა საქართველოში, ფაბრიკა ქარხნებს ვგულისხმობ, ყველაფერი დაინგრა, რაც რუსეთს დავშორდით და ვეხვეწებით ევროკავშირს კარი გაგვიღონ.

ფაბრიკა ქარხნები და საერთოდ საწარმოები, ძალიან ბევრი იყო საქართველოში, მე მხოლოდ გიგანტებს ჩამოგითვლით:  დიმიტროვის საავიაციო ქარხანა, ელმავალმშენებელი ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ზესტაფონის ფეროთშენადნობი ქარხანა, სატრაქტორო ქარხანა, ლიტაფონი, ავტო ქარხანა, მიკროძრავა,შახტები, მაღაროები, ფოთის პორტი.

აქ მხოლოდ 11 უდიდესი საწარმო დავწერე, მარტო თბილისში იყო 280 საწარმო, საქართველოს მაშტაბით ღმერთმა იცის რამდენი, აბსოლუტურად ყველაფერი გავანადგურეთ, მას შემდეგ, რაც ვითომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ,ზემოთ ჩამოთვლილი 11 ქარხანას,სხვაზე რომ არ ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ არ შეეძლო 5 მილიონო ადამიანი ერჩინა?

დათო ცქიფურიშვილი