სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება მომავალშიც საჭირო იქნება, რადგან ვირუსის ახალი ვარიანტები კვლავ გაჩნდება და ისინი პრობლემებს შექმნის, – ამის შესახებ კორონავირუსის საკითხებში WHO-ს სპეციალურმა წარმომადგენლმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა.
ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
– “კოვიდის ახალი ვარიანტების გაჩენა ის პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით აქტიურად ვაკვირდებით. ახალი შტამები მომავალშიც გამოვლენდება, ეს პროცესი გარდაუვალია. დელტა ვარიანტიდან გადავალთ ლამბდა ვარიანტზე და ასე მივყვებით ბერძნულ ანბანს, რათა მათ შესაბამისი სახელები შევუსაბამოთ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ პრობლემური იქნება. კერძოდ, შესაძლოა, მათ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ვაქცინების ეფექტურობა შეამციროს, რაც ბუნებრივია ახალ თავსატეხს გამოიწვევს” – განაცხადა ნაბარომ.
წყარო: itv.ge