პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
სასულიერო პირების განათლების საკითხებს რომ არკვევთ, ხომ ვერ გვეტყვით როგორ ინიშნებოდნენ მინისტრებად 2004-2011 წლებში სააკიანის მმართველობის დროს აბსოლუტურად უწარსულო, უფრო სწორად კი კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე სუბიექტები??? რომელთა უმრავლესობამაც არც ქართულად მეტყველება იცის და ქართულად წერა-კითხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!!! ქუჩის ბიჭებით და ქუჩის ქალებით რომ გაავსეს მთავრობა და ქვეყანა ისეთ აბსურდულ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ იქედან ამოსვლას კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება ვინ იცის!!!
თუ არ იცით, შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა დაარსეს პირველი სკოლები საქართველოში, წერა-კითხვის გავრცელებას სასულიერო პირებს უნდა ვუმადლოდეთ!!! და დღეს რომ ენა გაქვთ წაგდებული და რასაც გინდათ იმას ლაპარაკობთ , ესეც სასულიერო პირების დამსახურებაა, რადგან სწორედ ეკლესიამ შეუნარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ენა და კულტურა!!!! საერთოდ რომ არაფერი გაგიგიათ და წაგიკითხავთ საქართველოს ისტორიაზე ამას ვხედავთ, მაგრამ რატომ არ გინდათ თქვენს საკუთარ განათლებასა და წარსულზე გვესაუბროთ? რატომ არ გინდათ ისაუბროთ იმაზე თუ თავად თქვენ ვინ ხართ,საიდან მოდიხართ და რა უფლებით აიღეთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და მილიონობით ხალხის ბედზე???