ეთიოპიაში საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოყვა

ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტიგრაის რეგიონში დაიბომბა ბაზარი. შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ეთიოპიის სამხედრო ძალები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

მომხდარს არც ადასტურებს და არც უარყოფს ეთიოპიის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი.

როგორც Reuters-ი წერს, ბოლო დღეებში რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა.

წყარო: ptn.ge