ისე, სჯობდა, არ შეთრეულიყვნენ, ჩაწყნარებული პარლამენტი ისევ აქოთდება და წაიბილწება! -გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

არა, რააა!
ეს ის მელია აღარ არი, ციხეში შესვლამდე რო იყო – ტრიპაჩი და ბრექია. აშკარად რაღაცა უყო საკუთარ თავსა.
თუმცა!
შეხედეთ, რომელია მოფახფახებულ მელიაზე უკეთესი?
ჯართში ჩასაბარებელი ე.წ. პოლიტიკური თაობა, ჩამოწერილი, ამორტიზებული, ,,კაპიტალკასაც” აღარ ექვემდებარება.
პარლამენტში შევდივართო… ჩვენ ბრძოლა შეგვძლებიაო, ოლიგარქი უნდა დავასრულოთო.
ისევ ილუზიებში არიან, ეს ჩემისები!
ნახეთ, რას დაამსგავსა ,,ოლიგარქმა”, როგორ შეუცვალა ყველას ფიზიონომია და როგორ ,,დაბრიდა კულტურულად”.
გინდათ შედით, გინდათ – გამოდით, ნაგავი მაინც ნაგავია.
ისე, სჯობდა, არ შეთრეულიყვნენ, ჩაწყნარებული პარლამენტი ისევ აქოთდება და წაიბილწება!