პუბლიცისტი, ბესო ძნელაძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ნატოს არასოდეს არსად გაუერთიანებია ტერიტორიები. პირიქით; სადაც ის შევიდა, ამას ყველგან მოჰყვა – ქვეყნის კვაზი სახელმწიფოებად დაშლა. ვინც ოცნებობს საქართველოში ნატოს ბაზებზე, რომ იგივე ერაყში, რომელიც ამერიკელებმა ,,ტირანი სადამისგან გაანთავისუფლეს“, ნატოს ჯარების გაყვანის დღე – სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. იაპონელები კი მიიჩნევენ, რომ იაპონიის ისტორიაში, ყველაზე ბედნიერი დღე – ოკინავიდან ამერიკული ბაზის გაყვანის დღე იქნება.
იცით ვინაა ყველაზე მეტად, ამერიკის გარდა, საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებული???; – თურქეთი და აფხაზეთსა და ოსეთში ჩასაფრებული, საქართველოს დანაწევრებით მოწადინებული, ქართული სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრები. თურქეთს, ეს მისცემს საშუალებას რომ, რუსეთს არც შეხედოს და ნატოს ბაზების ეგიდით, შეიყვანოს თავისი ჯარები – საქართველოში, საიდანაც თურქული არმია – 200 წლის წინათ – რუსებმა გაყარეს. ამერიკელები აქტიურად უწყობდნენ ხელს თურქეთის ფინანსურ – ეკონომიკურ დაპყრობას საქართველოში, რომლის შედეგადაც, თურქებმა მოიპოვეს გადამწყვეტი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე და მთელ აჭარას დაეპატრონენ. როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ,,აჭარა დაიბრუნა“, ბევრი სულელი სიხარულისგან – ,,მიშა მაგარია“ – ს ყვიროდა. ,,მაგარმა“ კი აჭარა დედაბუდიანად გადასცა თურქებს. თუკი 1000 – ი თურქი, რომელმაც 100 – მდე ქართული სიტყვა იცის, გამოთქვამს – საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს, ხელისუფლებას აღარ ექნება მათთვის უარის თქმის საფუძველი. უარი – თურქეთის მიერ, განხილული იქნება, როგორც – არამეგობრული ნაბიჯი. ასეთ სიტუაციაში კი, რუსეთი ღარ დარჩება გარანტად. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის აჭარის შენარჩუნებისთვის – რუსეთი მეტს აღარ იომებს.
თურქეთი, აჭარას უკვე განიხილავს თავის შემადგენლობაში. ისე გასათვალისწინებლად: თურქეთმა, ნატოს წევრმა სახელმწიფომ, ტერიტორიული პრეტენზია წაუყენა ნატოს წევრ 2 – ე სახელმწიფოს – საბერძნეთს…. ასევე, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, თავისი ოქროს მარაგი, გაიტანა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემიდან. თურქეთი – სარეზერვო სისტემაში – 28. 689 ტონა ოქროს ინახავდა. უცხოეთიდან თავისი ოქროს მარაგი თურქულმა კერძო ბანკებმაც გაიტანეს – 220 ტონა.