რა ქნან იმ ქართველებმა რომლებიც ათწლეულებია რუსეთში ცხოვრობენ? რა ვართ, ასეთი ბოღმიანები და დეგენერატები?! – ნანა რეხვიაშვილი

პუბლიცისტი, ნანა რეხვიაშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საფრანგეთმა ორ საუკუნეზე მეტის ხნის წინ რომ “დაგვიკიდა” კულტურულად და ლუიმ კარები მოგვიჯახუნა, ( რის გამოც უკანასკნელი შანსი გადარჩენისათვის რუსეთთან შეერთება იყო) დღეს რატომ ეხვეწებით??? თავმოყვარეობა არ გაქვთ?? რატომ ბარდებით ლტოლვილებად საფრანგეთს?
გადმონაშთია თუ გადანაშთი , იმ 70 წლის განმავლობაში, ქართულმა კულტურამ, მოსკოვის გავლით გაითქვა სახელი დანარჩენ სამყაროში და რა ვქნათ ახლა? რა ვუყოთ საბედნიეროდ ჯერ კიდევ ცოცხალ და შემოქმედებითად აქტიურ კულტურის მოღვაწეებს? მიწა მივაყაროთ? თუ ხმის ამოღება ავუკრძალოთ ჯერ კიდევ რომ ამბობენ თავის ხმამაღალ სიტყვას?
მაშინ დაწვით და დახიეთ ის წიგნები, ნახატები, კინოფილმები, ხელოვნების ნიმუშები რაც იმ პერიოდის დროს შეიქმნა და დაისვენებთ!!
დაცალეთ ის ბინები იმ პერიოდის განმავლობაში რომ გადმოგცათ მთავრობამ უსასყიდლოდ!!!
გგონიათ ებრაელ ხალხს არ უჭირდა ომის შემდეგ ჯერ კიდევ ფაშისტურ ევროპაში ცხოვრება, სანამ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნებოდა? გგონიათ დღეს აღარ ცხოვრობენ ებრაელები ევროპაში და დღეს ისევ არ არის ანტისემიტური განწყობები განვითარებულ სამყაროში? თუ რომელიმე ერს ვცემ პატივს ქართველებთან, ერთად ეს ებრაელი ერია!
რა ქნან იმ ქართველებმა რომლებიც ათწლეულებია რუსეთში ცხოვრობენ? იმ სპექტაკლებზე ის ქართველებიც დადიან და რუსეთში გაზრდილი ქართველი ბავშვები, განსხვავებით ევროპასა და ამერიკაში გაზრდილებისგან, შესანიშნავად წერენ, კითხულობენ, ცეკვავენ და მღერიან ქართულად…
რა ვართ ასეთი ბოღმიანები და დეგენერატები?!