თბილისში, თამარ მეფის ხიდზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებაზე მდგომ ავტობუსს შეეჯახა.
დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო: newposts.ge