ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ყველა ფორმატს გამოვიყენებ – ზალკალიანი

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ყველა ფორმატს გამოვიყენებ – დავით ზალკალიანი.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ყველა ფორმატს გამოვიყენებ – აცხადებს ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.

დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროპარლამენტარებთან. საქართველოს პირველი დიპლომატი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის “ასოცირებული ტრიოს” – საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უკავშირდება.

ზალკალიანი უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს მიროსლავ იენჩას. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს როლი იყო.

წყარო: ptn.ge