პუბლიცისტი, მანანა უძილაური სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
მალე დასრულდება საქართველოსთვის, არარსებულ კავშირში სწრაფვა და ევრო-ამერიკული მირაჟი!
1.
ამერიკა აღარ ითვლება პროდასავლური ქვეყნებისთვის ისეთ ძლიერ მხარდამჭერად, როგორიც ეს ობამასა თუ ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო…
მთლიანად ამოწურულია მისი, როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური შესაძლებლობები კავკასიის რეგიონთან მიმართებაში…
2.
დაწყებულია ევროკავშირის რღვევის პროცესი და რაც
ევროკავშირისთვის მთავარ გამოწვევად ლეგიტიმაციის კრიზისთან გამკლავებას ტოვებს ძალაში…
შესაბამისად, ევროკავშირის შიგნით არსებული პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიზისი, სახელმწიფოებს სულ უფრო მეტად დააბრუნებს დამოუკიდებელი ეროვნული პოლიტიკის წარმოების ველში…
სადაც გაფართოების პოლიტიკა კიდევ უფრო დაკარგავს აქტუალობას, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმოება სულ უფრო გართულდება..
საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ელიტას, დიდი ალბათობით მოუწევს, შეცვლილი ვითარების გათვალისწინება, პოლიტიკური დღის წესრიგის გადაწყობით…
რაც გულისხმობს, რადიკალურად შეცვლილ საგარეო ვექტორზე კონცენტრირებას და შიდა პოლიტიკურ, არც თუ ისე დადებითი პროცესებისთვის თვალის გასწორებას….
სხვა შემთხევაში ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს პოლიტიკური, ეკონომიური და ჰუმანიტარული კრიზისი გარდაუვალია!