დღეს პრემიერი ისაუბრებს პერსპექტივაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მთავრობის მეთაური, რომელიც დღეს დეპუტატებს წლიურ მოხსენებას წარუდგენს, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა, პანდემიის გამო, მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობიდან.

„ჩვენ შევაჯამეთ, რა მდგომარეობაა დღეს და განვიხილეთ ის უარყოფითი ტენდენციები. ძირითადად, ამ თემებზე იქნება საუბარი – პერსპექტივაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა. ესაა მთავარი საკითხები, რაზეც პრემიერი ისაუბრებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოისმენს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

 

“იმედინიუსი’