Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
ამავე თემაზე, მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
წყარო: report.ge