გორში პოლიციელს თავს დაესხნენ, დაკავებულია ერთი პირი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იგი უკვე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
წყარო: itv.ge