პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენით დასრულდება.

მიუხედავად ამისა, პარლამენტი მუშაობას არ ასრულებს და ის რიგგარეშე სესიის ფორმატში, მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს.

არსებული ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილია უზენასესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ასევე, ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.

წყარო: newposts.ge