პირველი ქართველი ავიატორი, ამიერკავკასიის ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია დაიბადა ჩხოროწყუში 1870 წელს.
„როდესაც გაიგო, რომ სახელგანთქმული ფრანგი მფრინავი ლუი ბლერიო მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისს, ბესარიონმა გაყიდა ყველაფერი და შეგროვილი თანხით პარიზს გაემგზავრა. მან ისწავლა საავიაციო სკოლაში. ბლერიომ კი ნიჭიერ და მონდომებულ მოსწავლეს სწავლის საფასურიც გადაუხადა
ბესარიონ ქებურიამ ერთ – ერთმა პირველმა შემოუფრინა 20 მეტრის რადიუსში ეიფელის კოშკს.
მას მიიჩნევენ ამიერკავკასიის ავიაციის ფუძემდებლად. პირველი აეროდრომები, პირველი ტრასები კავკასიონზე, ქართველ მფრინავთა თაობების აღზრდაც მის სახელს უკავშირდება.
ბესარიონ ქებურია გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. ის დაკრძალულია ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე სკვერში. აქვე დგას მისი ბიუსტიც. მისი მონუმენტი ინახება ჩხოროწყუს მუზეუმშიც.
მფრინავი ფიროსმანმა ერთ – ერთ დუქანში დახატა და იქვე მიაწერა: „ბესარიონ ქებურია ვაჟკაცობით ქებულია, მტკვარზე გადის უხიდოდ, მაღლა ადის უკიბოდ“.
1910 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ცაში პირველად აიჭრა ბესარიონ ქებურია. ასეთი კაცის ,,მიჩუმათება” არ შეიძლება.
ედიშერ ოდიშარია, პუბლიცისტი