რამდენ ლარად იყიდით დღეს დოლარს – ვალუტის ახალი კურსი

25 ივნისისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1470 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1549 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7591 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.7695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.

წყარო: ptn.ge