სად ცხოვრობს ბესო ზანგური, მას შემდეგ რაც 3 შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩა

ბესო ზან­გუ­რის­თვის 2021 საკ­მა­ოდ მძი­მედ და­ი­წყო. მისმა ყოფილა მეუღლემ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა იგი ცოტა ხნის წინ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამის გამო მსა­ხი­ო­ბი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნეს. გუშინ კი ზანგურმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაწერა, რომ ბინა და­კარ­გა.

“დას­რულ­და და აღ­სრულ­და სა­მარ­თა­ლი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რს და­ე­მარ­თა ამ ქვე­ყა­ნა­ში. დიახ, მე­გობ­რე­ბო დავ­კარ­გე ყვე­ლა­ფე­რი… მაქვს ბევ­რი ახ­სნის თავი და ნერ­ვე­ბი და გთხოვთ, ნურც კო­მენ­ტარ­ში და­მის­ვამთ კი­თხვებს, დღეს დავ­რჩი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით უსახ­ლკა­როდ!!!”, – დაწერა მსახიობმა.

მსა­ხი­ო­ბი ჯერ კი­დევ 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წერ­და, რომ აგა­რა­კი კერ­ძო იპო­თე­კარ­თან ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი. ფული კი იმი­ტომ დას­ჭირ­და, რომ დე­დას მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ევ­ლო.

მსახიობს იმედი ჰქონდა, რომ აგარაკს ან დაიხსნიდა, ან თავად გაყიდდა და ამით ვალების გადახდას შეძლებდა, მორჩენი თანხით კი რაღაცის შეძენას მაინც მოახერხებდა. როგორც ჩანს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მან უძრავი ქონების გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

აღსანიშნავია, რომ ბესო ზანგურმა ბინა შარ­შან­წი­ნაც და­კარ­გა, ოღონდ თბი­ლის­ში. შესაბამისად, იგი მართლაც უსახლკაროდ დარჩა. ამჟამად მსახიობი დე­დას­თან, მე­ო­თხე ცოლ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

 

“რეზონანსი”