ილევა ქვეყანა-  რომ არ გტკივა ფაქტია,  რომ არ გადარდებს- სახეზეა და რომ აღარ გეშინია, აი ეგ უკვე კლინიკაა …. -კაკო სვანიძე

აფხაზეთის ომის ვეტერანი კაკო სვანიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ქართველო , პოლიტიკურ აღებ-მიცემობაში რომ ხარ ჩართული , და საკუთარი თავის ,,პროსტიტუციით” დაკავებული , ქვეყანა უფსკრულისკენ რომ მიექანება არ გეშინია?

იმისი არ გეშინია , წარმოებული შიდა პროდუქტის 60 % რომ გვაქვს ვალი? და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მთელი ხელფასებისა და სახელმწიფო პროექტ-ტენდერები , სულ აღებული სესხების ხარჯზე რომ ხდება ?

და რომ არა კიდე ახალი ვალის აღება საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასებიც ვერ დარიგდება?

აღარაფერს ვამბობ კერძო სტრუქტურებში განახევრებულ ხელფასებსა და შტატებს ? ამისი არ გეშინია რომ მიზნობრივად და სტრატეგიულად საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა არ ხდება ?

არ ხდება სწორი დაბაანდება ,დროში გაწელილ სასოფლო სამეურნეო და წარმოებით ეკონომიკაში ?

ამისი უნდა გეშინოდეს …არ გეშინია იმისი რომ ტურიზმის განვითარებას რომ ვაწვებით მხოლოდ , მაშინ როცა მსოფლიო ტურიზმმა სრული კრახი განიცადა ? არ გეშინია სამი იმპერია შენს გადაყლაპვას რომ ცდილობს ? და მხოლოდ გეოგრაფიულ პლაცდარმათ აღგიქვამს ?

იმისი არ გეშინია ერთ მშვენიერ დღეს წილი ჰყარონ შენს ქვეყანაზე და სამუდამოდ მიგისაკუთრონ ?
დღეს პასუხისმგებლობის აღებაზე , ხელისუფლებაში მოსვლაზე კი არა გაქცევაზე უნდა ფიქრობდეს პოზიცია -ოპოზიცია . უკეთეს შემთხვევაში ადგილებს კი არ უნდა ინაწილებდნენ არამედ ეკონომისტებთან , ფინანსისტებთან და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან ერთად გრძელვადიანი აგრარული რეფორმის გატარებაზე , და წარმოებითი ეკონომიკის აღორძინებაზე უნდა ფიქრობდეს . ეს რომ არ ხდება ამისი არ გეშინია? როდემდე გაგრძელდება ასე ? ამაზე არ გიფიქრია ? ილევა შაგრენის ტყავივით შენი ქვეყანა  რომ არ გტკივა ფაქტია , რომ არ გადარდებს ეგეც სახეზეა და რომ აღარ გეშინია, აი ეგ უკვე კლინიკაა ….