თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის სხვადასხვა უბანში თანაბარი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.
– “პარკებისა და სკვერების მოწყობისას ჩვენი კონცეფცია ასეთია – ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში მოექცეს. ეს იქნება საცურაო აუზი, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები და სხვა. მსგავსი ადგილებით ყველა თაობის ადამიანმა უნდა ისარგებლებს. ადრე იყო ტენდენცია, რომ სპორტით მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებოდნენ. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა რაიონში, უბანში მულტიფუნქციური სივრცეები უნდა შეიქმნას” – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: itv.ge