“ოცნების” ზღაპრები მოვისმინე: 2025-ში შოკოლადები გვექნება, 2030-ში მარწყვის ტორტი… – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “ოცნების” ზღაპრები მოისმინა.

“2025 წელს რომ შოკოლადები გვექნება და 2030-ში მარწყვის ტორტი,რაღაც ეგეთი დაპირებები მომესმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან (ვისვენებ და თავიდან ბოლომდე ვერ ვუყურე ,,ოცნების,, ზღაპრებს ) და რაის 2030?

2030-ში 60 წლის ვიქნები, ბიჭოოოო და ჩვენი ფულით რომ წყვილებს იპოთეკა უნდა დაუსუბსიდირონ, ეს უკვე ცალკე ჟანრია. რას არ გაგაკეთებინებს არჩევნები” – წერს გრიგოლია.