უმრავლესობას მოვუწოდებ, ოპოზიციის როლი იკისროს – ამირან სალუქვაძე

– “კარგი სიტყვა შეურჩია, მასკარადი. ვერ გაიგო ამ ოპოზიციამ, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ დებატებზეა. როგორც ჩანს, კვალიფიკაცია მხოლოდ დემაგოგიასა და იაფფასიან კითხვებზე ჰყოფნით. შედეგი მიიღეს” – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს

– “უფრო სწორად, ჩვენ მივიღეთ. ჩვენს ინტერესშია, რომ ოპოზიციამ კვალიფიციური ოპონირება გასწიოს, რათა უკეთესი შედეგები მივიღოთ. ჰოდა, რას ვიღებთ მასკარადიდან? არაფერს.
თანაც, როცა იცი, რომ წარსულში სკილეტები გაქვს, გაჩუმდი და საქმეზე ილაპარაკე.
თუმცა, ყველას არ ეხება. უმრავლესობას მოვუწოდებ ოპოზიციის როლი იკისროს” – წერს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.

წყარო: ptn.ge