Associated Press: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა ახლა უკვე არავაქცინირებულ პირებზე მოდის.
აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა ახლა უკვე არავაქცინირებულ პირებზე მოდის. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის მიერ მაისის მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ სრულად ვაქცინირებული 853 000 ადამიანიდან, რომლებიც ვირუსით დაინფიცირდენენ, დაავადების მძიმე ფორმა მხოლოდ 1 200-ს გამოუვლინდა, რაც 0.1%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, მაისში კორონავირუსით სიკვდილიანობის 18 000-ზე მეტი შემთხვევიდან მხოლოდ 150 შემთხვევა დაფიქსირდა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში, რაც გარდაცვლილთა 0,8%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ Associated Press-მა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემები გააანალიზა.
19 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება.
ჯო ბაიდენმა ამერიკელებს დაჟინებით მოუწოდა, სრული ვაქცინაცია გაიარონ, რათა თავი დაიცვან კორონავირუსის ვარიანტებისგან, განსაკუთრებით ე.წ. ინდური შტამისგან.
წყარო: ptn.ge