ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი კლების გამო შეშფოთებულია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი დაკლების გამო, ქვეყნის მოსახლეობა შეშფოთებულია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ კიმ ჩენ ინის ბოლო საჯარო გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქე „დარდით გულმოკლულია“.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობაზე საზოგადოებრივი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც უცხოელმა ანალიტიკოსებმა ივნისის დასაწყისში აღნიშნეს, რომ ლიდერმა წონა მკვეთრად დაკარგა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ფხენიანის მოქალაქეები ქუჩაში განთავსებულ ეკრანზე კონცერტს უყურებენ, რომელსაც კიმ ჩენ ინი დაესწრო.

წყარო: ptn.ge