მე მინდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, არა სადღაც შემძვრალი სახელმწიფო!- დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ჩემი პოზიცია ურყევია, –
ყველა და ყველაფერი, რაც ქვემოთ გამოთქმულის რეალიზაციას ეწინააღმდეგება ან ხელს უშლის, –
ქართველია თუ უცხოელი, – ერთნაირად ნაძირალაა და მტერი!
მე მინდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, –
არა სადღაც შემძვრალი სახელმწიფო!
მე მინდა განვითარების გზაზე შემდგარი ქართული სახელმწიფო, რისთვისაც საჭიროა მისი ხალხის ინტელექტუალური დონის განუხრელი და მუდმივი ზრდა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის სტიმულების შექმნა.
ერთადერთი რამ, რაც ავითარებს სახელმწიფოს და მის ხალხს –
ერთადერთი (!) –
ეს არის ის, თუ როგორი ტემპით იზრდება ამ საზოგადოებაში საერთო ცოდნის მარაგი
(ანუ ცოდნის კაპიტალი)
!
ეს არის განვითარების ერთადერთი ფაქტორი, –
სხვა ფაქტორები და დეტერმინანტები ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის მარაგის განუხრელ ზრდას დროის შესაბამისი ტემპით!
სხვა არაფერი ავითარებს!
არაფერი!
აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი –
ეს მოცემულობებია! ჩვენ მას ვერ ვცვლით და არც არის საჭირო, მათ შეცვლაზე ფიქრი!
უნდა ვისწავლო ამ მოცემულობაში ცხოვრება და პრაგმატულად გამოყენება ყველაფრისა!!
სხვა – ყველაფერი ათაყვანებს!
ტურიზმი, ბორდელები, კაზინოები, მარიონეტული ხელისუფლებები, მოწუწავე და ”პლანაქაში” პარლამენტარები, ბელადის მატარებელზე შემხტარი და ხელისუფლებაში მოთრეული შემთხვევითი მედროვე არაფრისმაქნისები –
ყველაფერი ათაყვანებს და
რომ ათაყვანებს – ეს დღეს სახეზეა:
მათ შეძლეს ქვეყნის დიდი ნაწილის გამოთაყვანება.
საქართველოში განათლების სისტემა ერთ-ერთი უკანასკნელია მსოფლიოში!
ამას უკვე ყველა აღიარებს!
ასეთ მზაკვრობას მტერი ვერ შეძლებდა!
ამას მტერზე უფრო უარესი საკუთარი ნაგავი თუ შეძლებდა!
შეძლეს – ხალხის საკმაო ნაწილის დიდი მხარდაჭერით!