პუტინმა არაერთხელ განაცხადა მზაობა, არა, დებილებივით დაუღიათ ქართველებს პირი და გაყვირიან- “რუსეთი ოკუპანტია” – მერაბ სადაგიშვილი

ფეისბუქმომხმარებელი მერაბ სადაგიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ამ დილით ერთმა ქალბატონმა მისაყვედურა,სამხრეთ ოსეთად რატომ მოიხსენიებთ სამაჩაბლოსო? ასე ჩვენ ვერასდროს ვერ დავიბრუნებთ მაგ ტერიტორიასო. მინდა გამოვაქვეყნო ჩემი პასუხი,რადგან ბევრი ქართველი ფიქრობს ასე; “ქალბატონო თაკო, იურისპრუდენცია არ იცნობს სამაჩაბლოს,საერისთავოს,სადადიანოს,საწერეთლოს და ა.შ. თქვენ თუ მისტიკოსი ხართ,ეგ თქვენი ნებაა,მაგრამ მე რეალისტი ვარ და მაგ ტერიტორიას ოფიციალურად “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ჰქვია.ასე იცნობს მას საერთაშორისო საზოგადოებრიობა.ასევე უნდა იცოდეთ,რომ გაერო ტერიტორიულ საკითხებზე ისტორიულ პრეტენზიებსა და რუქებს საერთოდ არ განიხილავს.მაშ რა დაგვრჩა?

ჩვენ რომ რუსეთის დონის ქვეყანა ვიყოთ,იგივეს გავაკეთებდით,რაც რუსეთმა ჩეჩნეთში გააკეთა. მაგრამ როდესაც იგივეს გაკეთება მოვინდომეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამმილიონიანმა ერმა,ჩვენზე ძლიერმა და მრავალრიცხოვანმა ერებმა თავზე დაგვამხეს ყველაფერი.აქედან დასკვნა;—საქართველოს მიერ ძალის გამოყენებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ყოვლად გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა ! მაშ რა ვქნათ? ვლადიმირ პუტინმა არაერთგზის გვითხრა: თუ საქართველო თავს დაანებებს ნატო-ნატოს ძახილს და საერთო ენას გამონახავს ოსებთან და აფხაზებთან,რუსეთი ყოველნაირად შეუწყობს ხელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასო. გვატყუებს ვითომ? არ გვატყუებს. ანდა გამოვცადეთ,გვატყუებს თუ არ გვატყუებს? არა! დებილებივით დაუღიათ ქართველებს პირი და იძახიან- “რუსეთი ოკუპანტია”. არადა მეზობელმა სახლის ფართი რომ ჩამოაჭრას,ნამდვილად არ დაუწყებენ “შე ოკუპანტოო” ძახილს,არამედ დაიწყებენ ფიქრს,თუ როგორ დაიბრუნონ სახლის წართმეული ნაწილი,მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ეხება,ხელად გამოდებილდებიან და თუთიყუშებად გადაიქცევიან ხოლმე! ძალიან სამწუხარო დასკვნა გამოვიტანე აქედან.ქართველების უმრავლესობას საქართველო ქვეცნობიერში არ უძევს. საკუთარი ოჯახი,ახლობლები და მეგობრები ჰყავთ ქვეცნობიერში,მაგრამ საქართველოსთვის ადგილი აღარ დარჩათ.აი რატომ იმეორებენ “რუსეთი ოკუპანტია”-ს.ამით გარშემო მყოფთ და მთავრობას ატყუებენ,რომ საქართველოსთვის ვითომდა ჯიგარი ეწვით. ეს არის უზნეობის აპოგეა, რომელიც არ იკურნება”…