სულ უფრო ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია სარეკლამო რგოლს წუნია კაცთან დაკავშირებით

მიხეილ სარჯველაძე: სულ უფრო ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია სარეკლამო რგოლს წუნია კაცთან დაკავშირებით.

ულ უფრო ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია სარეკლამო რგოლს წუნია კაცთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე მოუწოდებს ოპოზიციას, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან, საგნობრივ თემებზე იდებატონ.

“სულ უფრო, დღითი დღე მეტად და მეტად ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია ახლა რომ ხშირად სარეკლამო რგოლი ტრიალებს წუნია კაცთან დაკავშირებით, რომელიც მისდღემჩი არაფრით კმაყოფილი არაა, აი ამას ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც არავითარი უნარი არ შესწევს რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რეალურად იკამათოს საგნობრივად ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის.” – განაცხადა სარჯველაძემ.

წყარო: itv.ge