ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ათასგზის მივიღე გადაწყვეტილება, არაფერს დავწერ, არაფერს წავიკითხავ და მივხედავ ჩემს ოჯახს, ვიფიქრებ მხოლოდ მათზე. მაგრამ, როგორ უნდა მოწყდე ქვეყანას ისე, თუ ნაძირალა და გაყიდული ადამიანი არა ხარ, რომ მიმდინარე მოვლენებმა შოკში არ ჩაგაგდოს, ან არ დაგაფიქროს, ხანდახან არ აგატიროს.
ვერ ვასრულებ საკუთარ თავთან ათასგზის დადებულ “ფიცს”, დედა ვარ, შვილების ბედი მაღელვებს, ჩემი შვილების მომავალი, რომელიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ “წიაღსვლებსაა” მიბმული.
“იმედს” გაუკეთებია სიუჟეტი, სათაურით: გახარიას ნეპოტისტური ქსელი – როგორ ასაქმებდნენ და აწინაურებდნენ გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს.
კაცოოო, გახარია რომ პრემიერი იყო და ის, რაც გუშინ ამოგაღერღინათ “მავანმა”, თქვენ რომ იცოდით ეს ყველაფერი და მე, რიგით მოკვდავს რომ მიმტკიცებდით გახარია საუკეთესოაო, შეცდომაში რომ გამიზნულად შეგყავდით ჩემს ახლობლებთან ერთად და რაკი გახარია N1-ად გყავდათ არჩევნებში “ოცნებაზე” მიმაცემინეთ ხმა, დღეს არც წითლდებით ისე რომ მეუბნებით N1 იყო ნეპოტიზმის “ნაწილშიო” – არ გრცხვენიათ?
თუ ვაჟკაცები იყავით, გახარია რომ “ცვეტში” გყავდათ, მაშინ რატომ არ გამოიკვლიეთ ვინ სად დაასაქმა და ვინ სად დააწინაურა, აი, მაგალითად ისე, როგორც მე გავაკეთე 2010 წელს და დავწერე – “ვანო მერაბიშვილი – ელიტარული კორუფცია”. სწორედ ამ სტატიას რომ შეეწირა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობა და იმხელა ტრაგედია გადავიტანეთ?
სკამზე ვინც ზის ყველა მოგწონთ და ხვალ რომ სკამიდან ადგებიან, იგივეს რომ გააკეთებთ მათ წინააღმდეგ, ეს იმათ (იმანაც) არ იცის, ვინც ფულს გიხდით?
იცის ხომ?
და აწყობს, ხომ?
და ხალხმა იცის ეს რომ ჟურნალისტიკა არაა?
არც კაცობა რომ არაა და არც გმირობა?
იცის?
და მაინც თქვენ გეფარცქვალებათ?
კაი!