ისრაელს, შესაძლოა, კოვიდის მილიონამდე ვაქცინის განადგურება მოუწიოს

ისრაელს, შესაძლოა, კოვიდის მილიონამდე ვაქცინის განადგურება მოუწიოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ ორ კვირაში მყიდველი არ გამოჩნდება, გამოყენების ვადის გასვლის გამო, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 800 ათასი ვაქცინის განადგურება მოუწევს.

Pfizer-BioNtech-ის ვაქცინები, რომელთა გამოყენების ვადა ივლისის ბოლოს იწურება, ასეულ მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისთვის, ისრაელში 5,5 მილიონამდე მოქალაქეს ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

წყარო: itv.ge