ხობში მამაკაცი დაჭრეს – მოტივად წარსულში არსებული დავა სახელდება

ხობის მუნიციპალოტეტში, ხობი-საჯიჯაოს ცენტრალურ გზაზე მამაკაცი დაჭრეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოტივად წარსულში არსებული დავა სახელდება

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

დანაშაულში ეჭვიტანილი ხობის პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს და ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

წყარო: ptn.ge