პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც განსხვავებულ მიზეზთა გამო, ბუნდესვერი, საერთაშორისო მნიშვნელობის სკანდალში ეხვევა. გასულ წელს სხვადასხვა რანგისა და ჩინის გერმანელმა ოფიცრებმა აშკარად გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას და პირი შეკრეს, არსებითად სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.
მართალია ოფიცერთა შეთქმულება მალევე გამოაშკარავდა, მაგრამ ძიებისას ისიც გაირკვა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ბუნდესვერში მრავალი თანამოაზრე აღმოაჩნდათ. სამხედროთა ეს დაჯგუფება აშკარად რასისტულ და ანტისემიტურ ხასიათს ატარებდა, საბედნიეროდ ის გამოაშკარავდა და სათანადოდ, უშედეგოდ დასრულდა.
სულ ახლახანს კი, ამჯერად ლიტვის ტერიტორიაზე, გერმანელ ჯარისკაცთა მონაწილეობით მეტად უსიამოვნო ინცინდენტი მოხდა. ამ საკითხს ეხება მათიას გებაუერის პუბლიკაცია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-შია დასტამბული. ჟურნალისტი კერძოდ წერს,რომ-: „ ბუნდესვერს მორიგი სკანდალი ემუქრება. ჟურნალის ინფორმაციით, რამოდენიმე ჯარისკაცის მიმართ, რომლებიც სამხედრო სამსახურს ლიტვაში გადიოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება სექსუალური გარყვნილებისა და ანტისემიტური შინაარსის სიმღერების შესრულების გამო. ამ გამოძიებას, რომელსაც ბუნდესვერი აწარმოებს, საუბარია ჯარისკაცთა დროსტარებაზე, რაც როგორც ჩანს სრულად გამოვიდა კონტროლიდან. პირველადი მონაცემებით, ეს თავყრილობა ლიტვის ქალაქ რუკლას ერთერთ ოტელში გაიმართა. გაირკვა ,რომ ამ სასტუმროში ჯარისკაცები პერიოდულად ატარებენ უქმეებს, რათა სამხედრო წვრთნებისგან თავისუფალ დროს დაისვენონ“.
როგორც აღმოჩნდა, იმ უქმეებზე სასტუმროში მომხდარი ამბავი დიდად ცდება მხიარული დროსტარების ფარგლებს. გამოძიებამ გამოარკვია,რომ ზოგიერთი ჯარისკაცის მხრიდან სხვათა მიმართ ადგილი ქონდა ცემის მუქარას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სექსუალურ ძალადობასა და ანტისემიტური სიმღერების შესრულებას .ამ საქმეში მინიმუმ სამი სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს, რომლებიც უკვე გაწვეულნი არიან გერმანიაში. სტატიიდან შემდგომ ირკვევა, რომ-: „ პირველადი დაკითხვისას მიცემული ჩვენებები ცხადყოფს, რომ დროსტარების კონტროლიდან გამოსვლის მიზეზს ალკოჰოლური სასმელის ზღვარგადასული გამოყენება წარმოადგენდა. ერთერთი ნაწილის მთვრალი ჯარისკაცები ერთმანეთს წაეკიდნენ და ჩხუბი გააჩაღეს. ისინი ხმამაღლა ემუქრებოდნენ თანამებრძოლებს. მეტიც, ერთერთი ჯარისკაცი თითქოსდა შეეცადა სექსუალურად ეძალადა ალკოჰოლური თრობისგან აბსოლუტურად უუნარო მდგომარეობაში მყოფ სხვა ჯარისკაცზე. სქესობრივი გარყვნილების ამსახველ ამ კადრებს კი საკუთარ მობილურ ტელეფონებზე იღებდნენ ამ „დროსტარების“ სხვა მონაწილენი.“
ეს ინცინდენტი, რომელზეც ანტისემიტურ სიმღერებსაც მღეროდნენ მრავალ კითხვას ბადებს.
NATO-ს ბანაკში, გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საერთო შეზღუდვა ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში იხსნება, კერძოდ საშობაო დღესასწალზე და საახალწლოდ.
Der Spiegel-ი შემდგომ განმარტავს, რომ-:“ ლიტვაში „გაფართოებული მეწინავე ყოფნის“ მისია წარმოადგენს რუსეთის შეკავების ნატოსეული სტრატეგიის ნაწილს. 2017 წლიდან მოყოლებული, რამოდენიმე ასეული გერმანელი სამხედრო ლიტვურ ქვედანაყოფებთან ერთად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რათა ვითარების ესკალაციის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს სრული საბრძოლო მზადყოფნა“.
მასალა მომზადდა Der Spiegel-ის პუბლიკაციის მიხედვით
წყარო: Der Spiegel