შეგნებულ პროვოკაციად აფასებს ოფიციალური მოსკოვი დიდი ბრიტანეთის საზღვაო გამანადგურებლის, “Defender”-ის ქმედებებს, როდესაც უკრაინის პორტ ოდესიდან მომავალი სამხედრო გემი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, სევასტოპოლთან, 3 კილომეტით შეიჭრა. რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანელები სულ რაღაც ნახევარ საათში დააშოშმინა, საამისოდ კი გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. აშკარაა, რომ რუსეთი არ დაუშვებს, შავი ზღვა გახდეს ბრიტანული იმპერიული ამბიციების არენა, შავ ზღვაში ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოიკიდებს ფეხს.
ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსებმა ბრიტანული გემის უკანონო მარშრუტზე გამაფრთხილებლად ჩამოყარეს ბომბები: