პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმნილ „ღირსების მარშს” ეხმაურება.
მისი თქმით, მსგავსი აქციები „სიძულვილის და ზიზღის ტალღის” აგორებას იწვევს, ამიტომ ჯობია, რომ თავი შეიკავონ.
– “რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ … თავს თუ შეიკავაბენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი” „ღირსების მარშის” ჩატარებას გეგმავს.
პრაიდს საპატრიარქო და მაღალი იერარქები ეწინააღმდეგებიან.
ამასთან, დაგეგმილია ლევან ვასაძის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულია კონტრაქციაც.
წყარო: itv.ge