კოვიდის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში ლოქდაუნი გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
დღეიდან ოთხდღიანი ლოქდაუნი გამოცხადდა პერთში, 9 ივლისამდე მკაცრი ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს სიდნეიში, 2 ივლისამდე კი კარანტინი გახანგრძლივდა დარვინში.
„რისკი რეალურია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად“ – განაცხადა ქუინსლენდის შტატის პრემიერმა, ანასტასია პალაშჩუკმა.
ცნობითვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრალიაში კორონავირუსის 30,554 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 910 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: newposts.ge