ევროპაში, ქართველების დიდი ნაწილი, სწორედ ლგბტ სტატუსით ბარდება და იღებს დევნილის სტატუსს – ნანა რეხვიაშვილი

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

2009-2010 წლის ზამთარი იყო, ზუსტად თვეს ვერ ვიხსენებ, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქმა ქადაგებისას მიმართა მრევლს, რომ ჰქონდათ სურვილი, საპატრიარქოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე, აეშენებინათ დასახლებები (მოყვანილი იყო ისრაელის მაგალითი), სადაც ახალგაზრდა ოჯახებს ექნებოდათ საშუალება, (სრული დაფინანსებით, მეტიც, ანაზღაურებასაც კი მიიღებდნენ), აეშენებინათ სახლები, სკოლები, პოლიკლინიკები…. საუბარი იყო რამდენიმე ასეთ დაბის ტიპის დასახლებაზე, რასაც სრულიად დაფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი. საუბარი იყო ასევე სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის აღორძინებაზე, ისევ ისრაელის მაგალითი მოიყვანა პატრიარქმა, სადაც ებრაელებს, რომლებიც ღორის ხორცს არ ჭამენ, გაშენებული აქვთ ღორის ფერმებიც კი და ხორცს ყიდიან საზღვარგარეთ!
პატრიარქმა ბრძანა, რომ სამების ტაძრის შესასვლელში, დაიდგმებოდა ყუთი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებოდათ წერილობითი სახით, საპატრიარქოსთვის მიეწოდებინათ საკუთარი პროექტები.
ჩემს ახლო-მახლო მესმოდა წაბუტბუტებები “ეგ როდის იქნება?”, “მაგას ველოდო?”, “კარგია მაგრამ”…. და ასე შემდეგ.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ, პატრიარქი ქადაგებისას ცრემლმოერეული გულისტკივილს გამოთქვამდა, რომ არცერთ წერილში არ ყოფილა პროექტი, ყველა დახმარებას ითხოვდა თანხის სახით…. და ისევ მრევლის ბუტბუტი “აბა რას ელოდით?”, “ხალხს შია”, “სამსახური არ აქვს”…. და ასე შემდეგ. (წლებს დააკვირდით კარგად!)
ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც მეცენატი გთავაზობს თავისი ფულით აგიშენოს სახლი, დაგასაქმოს და შეგიქმნას მომავალი!
მართლა გულწრფელად მაინტერესებს (და არ ვწერ ვინმეს ადვოკატობის გამო) ჩინელებს და ებრაელებსაც წლების წინ ასე რომ ეფიქრათ, მიაღწევდნენ განვითარების იმ დონეს რაც დღეს აქვთ???
დააბრალო დღეს რამე ბიძინა ივანიშვილის, სულ ცოტა უხერხულია! თუ დღეს ამ მდგომარეობამდე მოვედით, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია! რა მოთხოვნაც იყო ქვეყანაში ზუსტად ის მივიღეთ! და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალი, ვისაც ჰქონდა სურვილი ქვეყნის ფეხზე დაყენების, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებად ვართ დაბადებულნი! და ასევე მარტო სხვისი დაცინვა და ქილიკი გამოგვდის უმაღლეს დონეზე!!!
ნურც ემიგრაციაში მყოფები დაიბრალებენ საქართველოს გადარჩენას. თქვენ მხოლოდ თქვენი ოჯახები გადაარჩინეთ თუ დაღუპეთ ჯერ კიდევ საკითხავია (ყველას ბუნებრივია არ ეხება!) როდესაც ქვეყანაში 400 000 ნარკომანი და 700 000 აზარტულ თამაშზე დამოკიდებული გყავს, ეს სწორედ ემიგრანტი დედების და ბებიების ფულებით ხდება! სწორედ იმ გზავნილებმა აქცია საქართველოში დარჩენილები მუქთახორებად (კიდევ ერთხელ ვიმეორებ -ყველას არ ეხება!)
ყველა რომ თბილისში ყიდულობს ბინას და მერე აქირავებს, იმ ბინებს ირანელები, თურქები, ინდოელები, პაკისტანელები და კიდევ სხვა ჯურის ხალხი ქირაობს! ამ დროს ძალიან ცოტამ თუ იფიქრა ემიგრაციაშიც, რომ სოფლის სახლი შეენარჩუნებინა და არ მიეგდო უპატრონოდ…. დღეს ნახევარი საქართველო ემიგრანტია და უმეტესობამ ბინები თბილისში იყიდეს, თან ზოგს თბილისი ნანახიც არ აქვს საერთოდ! ეს არ არის ვინმეს დასაცინად და გასაქილიკებლად დაწერილი! ეს ჩემი, ჩვენი საერთო გულისტკივილია! პრობლემა ჩვენშია და არა ვინმე კონკრეტულ პიროვნებაში ან ვინმე მეზობელში! ჩვენ ჩამოვყალუბდით ზარმაც, უსაქმურ მაგრამ ვალებით კარგად ჩაცმულ დახურულ და მოქეიფე ერად!!
დღეს რომ ეს ლგბტ მარშები თავს მოგვახვიეს, ეს იმის შედეგია რომ ევროპაში ქართველების დიდი ნაწილი სწორედ ამ სტატუსით ბარდება და იღებს დევნილის სტატუსს(მე ვიმუშავე ამ სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და ვიცი რა ხდება), როდესაც ვეკითხებოდი აპლიკანტებს “რატომ ირჩევთ ამ სტატუსს, არ გრცხვენიათ? ეს ხომ კომისიაზე უნდა მოყვეთ და დაადასტუროთ ფაქტებით “? პასუხი ყოველთვის ასეთი იყო “ამბობენ ეს სტატუსი ევროპაში კარგად გადისო”(არსებობს სხვა გზებიც და სხვა სტატუსებიც, მაგრამ გოგონების უმეტესობა ირჩევს ამ სტატუსს)…რა უნდა ელაპარაკო ამის მერე მათ ვინც სხვას დებს ბრალს?….ჩვენ თვითონ გავითხარეთ სამარე და ვის რას ვაბრალებთ???
27 წლის წინანდელ ჩანაწერში, რამაზ ჩხიკვაძე სწორედ ქართველების სიზარმაცეზე საუბრობდა, მაშინაც ბიძინა ივანიშვილი მართავდა???