კიმ ჩენ ინმა მაღალჩინოსნებს პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია დაუწუნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „შრომის პარტიის“ პოლიტბიუროს სხდომაზე მაღალჩინოსნები მწვავედ გააკრიტიკა. ამის შესახებ Reuters წერს.

კერძოდ, კიმ ჩენ ინმა პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებები არაეფექტურად შეაფასა და „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა. მისი თქმით პანდემია საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობასა და ქვეყანას.

ამასთან კიმ ჩენ ინმა მაღალჩინოსნები საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ შესრულებაში დაადანაშაულა.

 

“იმედინიუსი”