„ლიკა ქავჟარაძე იდგა ჩემს გვერდით და უყურებდა თავის დასაფლავებას, ცუდად გავხდი“

მომღერალმა მარკუს მეტრეველი ამტკიცებს, რომ ის მისტიკური ბუნებით არის დაჯილდოებული, კონკრეტულად კი გარდაცვლილი ადამიანების სულებს ხედავს. მარკუსმა გაიხსენა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებისა და დაკრძალვის მომენტი.

„ბავშვობიდან ვარ განსაკუთრებული, ასაკში კი ეს განცდა გამიმძაფრდა. ვხედავ გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით არ მიყვარს პანაშვიდზე სიარული, რადგან ვხედავ გარდაცვლილის სულ და შოკირებული ვარ ხოლმე. მაგალითად, ვნახე ლიკა ქავჟარაძე დასაფლავებაზე. როდესაც ტაძარში ვიყავი, ვხედავდი, რომ ლიკა იდგა ჩემს გვერდით და თავის დასაფლავებას უყურებდა მშვიდად. მდუმარებაში იყო. მე ძალიან ცუდად გავხდი და შემეშინდა. შემდეგ ჩვენ ყველამ დავტოვეთ ტაძარი ლიკა კი იქ დარჩა“, – თქვა მარკუს მეტრეველმა “სიცრუის დეტექტორში.

 

“რეზონანსი”