მამუკა მდინარაძე – მას შემდეგ რაც გახარიას მიხეილ სააკაშვილი შემთხვევით „გადაეყარა“ ვაშინგტონში, მისი რეიტინგი თავიდან არის გასაზომი.
– “მას შემდეგ რაც გახარიას მიხეილ სააკაშვილი შემთხვევით „გადაეყარა“ ვაშინგტონში, მისი რეიტინგი თავიდან არის გასაზომი – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“. მამუკა მდინარაძე გამორიცხავს, რომ გახარიამ „ქართულ ოცნებას“ ხმების 10% წაართვას. 10% გამორიცხულია, გარანტიას გაძლევთ.
შეიძლება იყოს 2,3,4 %, არ ვიცი ზუსტად, რაღაც დაბალ პროცენტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას შემთხვევით გადაეყარა მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, მისი რეიტინგი ახალი გასაზომია. თუ არასწორი მოცემულობით დავიწყებთ და ვიტყვით რომ მაგალითად გახარიას აქვს 10%, ეს არის ტყუილი. კვლევები წინა პერიოდშიც ვნახეთ და 20%-ით ნაკლები გვქონდა ვიდრე ავიღეთ. კვლევები რომელიც წინა შემთხვევებში გვაჩვენებდა არა 3, 5, 7 ან 10 %-იან სხვაობებს, რიგ შემთხვევებში 15%-იან და 20%იან სხვაობასაც კი, ამ კვლევების საფუძველზე რომ ვილაპარაკოთ შეცდომას დავუშვებთ და ხალხს მოვატყუებთ, ამიტომ არ იქნება სწორი ახლა, რომ ამ კვლევების საფუძველზე ვილაპარაკო“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „გახარიას უნდა „ქართული ოცნება“ 43%-ს მიუახლოვის ან ჩამოაცილოს, რაც ნაცმოძრაობის დღის წესრიგია. „დღეს რა უნდა გახარიას? რას აკეთებს? დღეს, გახარიას, ან უნდა, რამენაირად „ქართული ოცნება“ მიუახლოვოს, ან ჩამოაცილოს 43 %-ს, ერთი ვარიანტი – ეს არის ნაცმოძრაობის დღის წესრიგი. მეორე ვერსიაა, რომ მას ძალიან უნდა ძალიან, რამდენიმე საკრებულოში შეიყვანოს ორი, სამი, ან ერთი ადამიანი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
წყარო: ptn.ge