სოზარ სუბარი სააკაშვილზე: მონახა თავისი ჟანრი, TikTok-ი არის ის სფერო, სადაც უნდა იყოს და აღარ გამოდიოდეს იქიდან.
მონახა თავისი ჟანრი, იმიტომ რომ TikTok- ი არის ის სფერო, სადაც უნდა იყოს და აღარ გამოდიოდეს იქიდან – ასე აფასებს სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკური კამპანიის TikTok-ზე წარმართვის შესახებ. უმრავლესობის წევრი ყოფილი პრეზიდენტის გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, როდესაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დროს არცერთი პოლიტიკოსი არ გასამართლებულა.
– “არამარტო დაიჭირა, არამედ ისე სასტიკად აწამა და ისეთ უსასტიკეს პირობებში ჰყავდა, ომ სულხან მოლაშვილის საქმე მოხვდა ყველა საერთაშორისო უფლებადაცვით ანგარიშში, როგორც წამებისა და სამართლიანი სასამართლოს უგულებელყოფის კლასიკური შემთხვევა. შემდეგ იქიდან გამოსულმა ნაწამებმა ადამიანმა დიდხანს ვერ იცოცხლა. მირცხულავაც იყო არა მხოლოდ პატიმარი დიდი ხნის განმავლობაში, არამედ წამების მსხვერპლი.
განსაკუთრებით იყო აღსანიშნავი ერთი მომენტი, როდესაც გულის უმძიმესი შეტევით საავადმყოფოში გადაყვანილი. საავადმყოფოს კარიდან მოაბრუნეს. მიშამ გაიგო ამასობაში, რომ საავადმყოფოში მიჰყავდათ და მოაბრუნა უკან და მე-7 საპყრობილეში დააბრუნეს.
ერთი მოუზომავი სიტყვის გამო სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს ქუჩაში ვალერი გელაშვილი. ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელზეც აცხადებდა, რომ მისი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდა, დაიჭირა. ჩემი ძმა დაიჭირეს ელემენტარულად იმის გამო, რომ იყო ჩემი ძმა“ – განაცხადა სუბარმა.
წყარო: itv.ge