საბერძნეთი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის ტარება აღარ მოუწევთ.
ცნობისთვის, საბერძნეთში მოსახლეობის 30,2%-ი სრულად არის ვაქცინირებული. 43,1%-ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.
წყარო: itv.ge