ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია – კარლ ჰარცელი „ნინოწმინდის პანსიონზე”.
– “ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია. ამასთან, გრძელდება იქ, ამ დრომდე მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი” – ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პანსიონში ღიაობისა და გამჭვირვალეობის დონემ აიწია.
– “ჩვენ გვქონდა პირველი ერთობლივი შეხვედრა საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მუშაკების, UNICEF-ის, World Vision-ის წარმომადგენლებთან. ჩვენი განხილვის უმთავრესი თემა იყო სიტუაცია ნინოწმინდაში. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია. ამასთან, გრძელდება იქ, ამ დრომდე მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ჩვენ ახლა ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალობის დონეს. ეს ძალიან კარგი და საჭიროა. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯები იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობაზე ყურადღება კვლავ შენარჩუნებულია“ – აღნიშნა დიპლომატმა.
წყარო: ptn.ge