ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი ალენ დელონი კინოს უბრუნდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია TV5 Monde-ს განუცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ეკრანს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ფილმი იყოს და ის განსაკუთრებული უნდა გამოვიდეს“, – აცხადებს 85 წლის ალენ დელონი.
მას არ დაუკონკრეტებია, აქვს თუ არა წინადადებები და როდის დაუბრუნდება ის ეკრანს.
ალენ დელონმა კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა, 2019 წელს კი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის კანის ფესტივალზე საპატიო „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.
“იმედინიუსი”