კანადაში ტყის ხანძარმა ქალაქ ლიტონის (ბრიტანეთის კოლუმბია) დიდი ნაწილი გაანადგურა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 49,6 გრადუსზე ფიქსირდებოდა, იუწყება Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დამწვარია შენობა-ნაგებობების 90%. მნიშვნელოვნად დაზიანდა ბრიტანეთის კოლკუმბიის ჰიდროელექტროსადგური და ავტომაგისტრალები.
ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც საათში 71 კმ-ს აღწევდა.
ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოაცხადა ევაკუაცია, რისთისაც მოსახლეობას 15 წუთი მიეცა.
კანადაში ანომალიური სიცხეები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 130 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, ბრიტანეთის კოლუმბიაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 486 მოულოდნელი სიკვდილი დაფიქსირდა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ჩვეულებრივ მაჩვენებელს.
“სპუტნიკი”