ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1246 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1246-მა ადამიანმა გაიკეთა.

2 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 266 161 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.