ევროკავშირის საბჭომ ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სია გააფართოვა

ევროკავშირის საბჭომ ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სია გააფართოვა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ყატარი და საუდის არაბეთი.

გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე თანდათან უნდა მოიხსნას ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონებისთვის, ჰონგ-კონგისა და მაკაოსთვის, ხოლო იმ სუბიექტებისა და ტერიტორიული ორგანოების კატეგორიაში, რომლებიც არ არის აღიარებული სახელმწიფოებად, სულ მცირე, ერთი წევრი ქვეყნის მიერ, შეზღუდვები კოსოვოსა და ტაივანისთვის ასევე ეტაპობრივად უნდა მოიხსნას.

19 მაისს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თავიანთ ტერიტორიაზე სრულად ვაქცინირებული ტურისტები დაუშვან.

წყარო: newposts.ge